03:31 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 11:48:14, 386 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე - საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება

საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება - რაც უფრო მალე გამოერკვევიან და ეცოდინებათ, რომ პარლამენტის არჩევნები არ დაინიშნება, მით უფრო მალე დაიწყებენ მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, - ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ გააკეთა.

ბოჟაძის თქმით, ყველაზე გონივრული იქნება, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს.

„საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება. საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები - 4 ოქტომბერს. შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამ არჩევნებისთვის მზადებას გულისხმობდა.

ეუთო-ს დასკვნაში შავით-თეთრზე წერია, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო. ის, რომ ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდა, გაიბუტა და პარლამენტში არ შემოვიდა, ეს რეალობას არ ცვლის - პარლამენტი მუშაობს!" - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

შეგახსენებთ, მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და როგორც განაცხადა, ახალი არჩევნების დანიშვნა უალტერნატივოა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics