10:19 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-22 11:53:12, 491 ნახვა

სამართალი
გელა ხასაია - ვერც სამართალში ერკვევიან და ასევე ტექსტის დაზეპირებაშიც დიდი გარღვევა აქვთ

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გელა ხასაიას განცხადებით, პოლიციელი, რომელიც მის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდა,  იმ დროს გამოიჭირა, როდესაც სხვებისგან წინასწარ ნაკარნახებ ტექსტებს იზეპირებდა.

„ეს ჩვენთვის პირველი არ არის. ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ჩვენსა თუ ჩვენი მეგობრების პროცესებზე პოლიციელების მსგავს საქციელს, უბრალოდ დღეს მოვახერხეთ, რომ ეს ყველაფერი მობილურით გადაგვეღო და მეტი ადამიანისთვის გვეჩვენებინა. სამწუხაროდ, ეს არის პოლიციის სახე, რომელიც ხელისუფლებამ ამ დონეზე მიიყვანა.

სამწუხაროდ, ვერც იზეპირებენ, რადგან ეს პოლიციელი რომ შემოვიდა, ისე დაიბნა და ისეთი რაღაცები ილაპარაკა, რომ ცალკე მოსამართლე ეხმარებოდა, ცალკე შსს-ს წარმომადგენელი, რომ ჩვენთვის სასარგებლო არ ეთქვა რაიმე. ვერს სამართალში ერკვევიან და ასევე ტექსტის დაზეპირებაშიც დიდი გარღვევა აქვთ. ნორმალური სასამართლოს პირობებში მოუწევთ, პასუხი აგონ იმაზე, რომ არღვევენ კანონს და არიან ცრუ მოწმე პოლიციელები.“ - განაცხადა გელა ხასაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics