18:38 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 15:05:38, 451 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - რუსეთისა და აშშ-ს ეროვნული ინტერესები ერთმანეთს სრულად არასდროს დაემთხვევა

რუსეთისა და აშშ-ს ეროვნული ინტერესები ერთმანეთს სრულად არასდროს დაემთხვევა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი ეროვნული ინტერესები ერთმანეთს სრულად არასოდეს დაემთხვევა. უმეტესწილად, ინტერესები გარკვეულ სფეროებში განსხვავდება, რომლებიც თითოეული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ იქ, სადაც ისინი ემთხვევა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ორმხრივი სარგებელი მივიღოთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, საუდის არაბეთში, აშშ-ის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ განსხვავებულ ეროვნულ ინტერესებს კონფრონტაცია არ უნდა მოჰყვეს.

„ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ იქ, სადაც ეროვნული ინტერესები განსხვავდება, პასუხისმგებელმა ქვეყნებმა, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთმა და აშშ-მაც არ უნდა დაუშვან, რომ არსებული განსხვავებები კონფრონტაციაში გადაიზარდოს, რომელიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის საზიანო იქნება“, - აღნიშნა ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics