08:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 09:49:19, 1006 ნახვა

ომი უკრაინაში
დონალდ ტრამპი უკრაინას - არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ეს ომი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საუდის არაბეთში შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა ძალიან კარგი იყო.

„შეხვედრა ძალიან კარგი იყო. რუსეთს რაღაცის გაკეთება სურს, უნდა ბარბაროსობის შეჩერება. ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მან განაცხადა, რომ უკრაინას არასდროს უნდა დაეწყო ომი.

”ვფიქრობ, რომ მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი. დღეს გავიგონე: „აჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“. კარგი, სამი წელია იქ ხართ. სამი წლის განმავლობაში უნდა დაგესრულებინათ. არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ის. შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ“, - აღნიშნა ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4 პროცენტამდე დაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics