|
2025-02-18 14:31:15, 447 ნახვა
პოლიტიკა
ტერიე ჰელანდი - ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველო არის ბრძოლის ველი, საიდანაც ჩვენ ვიწყებთ
მიუნხენის 2025 წლის უსაფრთხოების კონფერენცია იყო გამოსაფხიზლებელი მოწოდება. აშშ აღარ არის სანდო პარტნიორი ევროპისთვის. ჰეგსეტმა უღალატა უკრაინას იმის შეთავაზებით, რომ მან უნდა დათმოს მიწა და უარი თქვას ნატო-ზე, ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა გამოაცხადა, რომ რუსეთი არ არის ევროპის მთავარი საფრთხე. ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველო არის ბრძოლის ველი, საიდანაც ჩვენ ვიწყებთ, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო საბჭოს (ENC) მრჩეველი ტერიე ჰელანდი სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც ტერიე ჰელანდი წერს, „ევროპა ზედმეტად დიდხანს რეაგირებდა კრიზისებზე, ნაცვლად იმისა, რომ ეკონტროლებინა ისინი“. „ახლა, აშშ-ის ჩართულობის შეწყვეტით, ევროპა უნდა გადავიდეს შეტევაზე – ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სტრატეგიულად. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მომავალი. რა არის ყველაზე სწრაფი, ეფექტიანი ნაბიჯი? ევროპის ხელმძღვანელობით გადამწყვეტი გამარჯვება საქართველოში. საქართველო არ არის მხოლოდ პატარა ქვეყანა, ის სტრატეგიული ბრძოლის ველია: ეს არის ფრონტის ხაზი რუსული გავლენის წინააღმდეგ; ევროპისთვის მთავარი ენერგეტიკული დერეფანი; ევროპული სიძლიერის გამოცდა საქართველოში გამარჯვებას ნიშნავს: ქართველების გადარჩენას, პუტინისთვის ზიანის მიყენებას და იმის დამტკიცებას, რომ ევროპას შეუძლია ლიდერობა. როგორ გამოიყურება გამარჯვება საქართველოში? „ქართული ოცნების“ და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ გამანადგურებელი სანქციები; ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა, რომელიც აიძულებს ახალ არჩევნებს; საქართველოს ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერა. ეს იქნება გზავნილი, რომ რუსეთს არ შეუძლია საქართველოს დაკავება და ევროპა არ არის სუსტი“, – წერს ჰელანდი. ტერიე ჰელანდი ასევე წერს, რომ „დემოკრატიული საქართველოს უზრუნველსაყოფად ევროპამ მასიურად უნდა გაზარდოს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის, ოპოზიციური ხმების, ანტიკორუფციული დამკვირვებლების მხარდაჭერა, რადგან მათ გარეშე სანქციები არ იქნება საკმარისი“.
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
CNBC: ტრამპმა ტექნოლოგიური გიგანტები 2025 წლის საბაზრო კრახის დროს შეიძინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)