13:29 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 20:04:47, 493 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ახლა ის ეტაპია, როცა კვლავ მასშტაბური აქციებისკენ უნდა წავიდეთ

ამ აქციას ვუერთდები და რაც მთავარია, ახლა ის ეტაპია, როცა კვლავ მასშტაბური აქციებისკენ უნდა წავიდეთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ხალხი მათზე გაცილებით მეტი და ძლიერია.

„დღევანდელ დღეს პირველ სტარტს დავარქმევდი, ყოველდღიური სისტემატური აქციის პარალელურად, უკვე პირველი სტარტია მასშტაბურობისკენ. ყოველი შემდეგი დაანონსებული დიდი აქცია უფრო და უფრო მასშტაბური უნდა იყოს იმისთვის, რომ ვაჩვენოთ სისუსტისკენ მიმავალ „ქართულ ოცნებას“, რომელიც მხოლოდ ძალმომრეობითი მექანიზმით ცდილობს ძალის დემონსტრირებას და ძლიერის იმიჯის შექმნას, რომ ჩვენ გაცილებით ძლიერები და მეტნი ვართ“, - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics