|
2025-02-13 17:18:02, 459 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის ადვოკატებმა პატიმრობის გაუქმების თაობაზე სასამართლოს მიმართეს
„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს, მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების თაობაზე მიმართეს. როგორც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, გიორგი ხიმშიაშვილმა განუცხადა, დღეს არის იმის შესაძლებლობა, რომ სასამართლომ გამოასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომები, ხარვეზები და მზია ამაღლობელს მიეცეს შესაძლებლობა მისი სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლა გააგრძელოს თავისუფალ რეჟიმში. ამასთან, ხიმშიაშვილის თქმით, ახლა მთავარი ამოცანა არის მზია ამაღლობელის თავისუფლება. „დღეს მზია ამაღლობელის დაცვის მხარემ და ადვოკატებმა შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების თაობაზე. თვითონ ეს საქმე და მისი შინაარსობრივი ნაწილი არის აბსოლუტურად უკანონო მისი დაკავებიდან დღემდე. გამომდინარე აქედან, ვცდილობთ, რომ ეს უკანონობა დავასრულოთ. შესაბამისად, ეს არის სასამართლოსთვის შესაძლებლობა მის მიერ დაშვებულ შეცდომაზე, არასწორად გამოყენებულ სამართლებრივ ნორმებსა და მზია ამაღლობელის უფლებების ხელყოფაზე, დღეს მაინც იმსჯელოს სწორად, მართებულად და მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის საკითხი დავასრულოთ იმ ვადებში, რა ვადებიც ამ შუამდგომლობის განხილვას სჭირდება. პროცედურულად შუამდგომლობა შეეხება აღმკვეთი ღონისძიების გაუქმებას. პირველი ეტაპია მისი დასაშვებად ცნობა. ცხადია, ჩვენ ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ახალი გარემოებები, ფაქტები მიგვეწოდებინა სასამართლოსთვის. ეს შუამდგომლობა არის დასაბუთებული. მიგვაჩნია, რომ როგორც პირველ ეტაპზევე იყო მზია ამაღლობელის დაკავება უკანონო, ეს უკანონობა გრძელდება თვეზე მეტია და დღეს არის იმის შესაძლებლობა, რომ სასამართლომ გამოასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომები, ხარვეზები და მზია ამაღლობელს მიეცეს შესაძლებლობა მისი სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლა გააგრძელოს თავისუფალ რეჟიმში. სილის გაწვა ვერ შეფასდება თავდასხმად. კვალიფიკაცია რომელიც პროკურატურამ გამოიყენა, იყო იმის მცდელობა, რომ საქმის სიმძიმე წარმოეჩინათ და საზოგადოებაში შეექმნათ განცდა, რომ ძალიან მძიმე კრიმინალურ ფაქტთან გვქონდა საქმე. მაგრამ ის ფაქტები, რაც ისედაც საჯაროა, ყველა ვრწმუნდებით და ვთანხმდებით, რომ სილის გაწვნა ვერ შეფასდება პოლიციელზე თავდასხმად. სილის გაწვნას, როგორც ფაქტს და მოქმედებას, აქვს თავისი სამართლებრივი შეფასება, მაგრამ, ვერავითარ შემთხვევაში, ვერ ჩაჯდება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის კვალიფიკაციაში. მთავარი ამოცანა არის მზიას თავისუფლება“,- განაცხადა ხიმშიაშვილმა.
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)