09:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 17:57:59, 690 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მშობელთა სკოლის“ მონაწილეებს 8 მარტი მიულოცა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მედიაციის სახლში მიმდინარე პროექტის − „მშობელთა სკოლის“, მონაწილეებს შეხვდა და ქალთა დღე მიულოცა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი სირთულეების მქონე არასრულწლოვანთა დედები მონაწილეობენ.

ტრენინგების ფარგლებში მშობლები  იმ აკადემიური და სოციალური პრობლემების შესახებ მსჯელობენ, რაც მათ  შვილებს აწუხებთ.

„მშობელთა სკოლა“  იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი პროექტია, რომელიც ორიენტირებულია მშობელთა გაძლიერებაზე. პროექტი 5 სესიისგან შედგება.  ტრენინგის ფარგლებში მშობლები ეცნობიან ბავშვის აღზრდის ფორმებს, შვილთან შესაძლო კონფლიქტების მოგვარების მეთოდებსა და საკანონმდებლო რეგულაციებს. სესიები დატვირთულია დისკუსიებითა და ჯგუფური სავარჯიშოებით, რომელთა საშუალებითაც პროექტის მონაწილეები შეძლებენ მშობლის უნარების გაუმჯობესებას, შვილის ემოციებისა და გრძნობების უკეთ გაგებას და მათ მხარდაჭერას. თითოეულ ჯგუფურ სესიაზე განიხილება სხვადასხვა მაგალითი და სავარჯიშო, რომლების თემებიცაა მოზარდთან ურთიერთობისას წარმოქმნილი პრობლემების განსაზღვრა, მშობლის პასუხისმგებლობის გააზრება, შვილის გრძნობებისა და ემოციების დანახვაში მხარდაჭერა,  მშობლის უფლებების გაანალიზება.

მედიაციის სახლი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე 2014  წლიდან ფუნქციონირებს. მედიაციის სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება დანაშაულის გამომწვევი ფაქტორების შემცირებაზე მუშაობაა. ამ მიზნით ცენტრი დანაშაულის ჩადენის რისკჯგუფს მიკუთვნებული არასრულწლოვნებისა და მიუსაფარი ბავშვებისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics