|
2025-02-11 23:39:01, 643 ნახვა
პოლიტიკა
გახარია ოცნების მხარდამჭერებზე - ვეცადოთ, არ გადავიდეთ ურთიერთგანადგურების რეჟიმში
პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ISSA-ს მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვას გამოეხმაურა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს, ყველაფრის გათვალისწინებით, დღეს 30% მყარი მხარდაჭერა აქვს და მისივე განცხადებით, ოპოზიცია ამ ადამიანებთან არა განადგურების, არამედ საუბრის რეჟიმში უნდა იყოს. გახარია ასევე ამბობს, რომ ოპოზიციას არ ჰქონდა ეფექტური პასუხი ქართული ოცნების მიერ წინასაარჩევნოდ წარმოებულ ომის პროპაგანდაზე. "დღეს საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს არ აქვს უბრალოდ შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, იმიტომ რომ მათზე ზემოქმედებენ პროპაგანდის საშუალებით, მათზე სოციალურ წნეხს ახორციელებენ, მათზე სამართალდამცავი სისტემის წნეხს ახორციელებენ, შანტაჟს და მოსყიდვას ახორციელებენ, ბევრ რამეს ახორციელებენ და ამ ადამიანებს, ყველაფერთან ერთად, რომ დაუმატოთ, რომ მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ, ჩვენ უნდა მაშინ ჩვენი შეცდომებიც ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს, როდესაც ეს უვარგისი ხელისუფლება ეფექტურად ომით ატყუებდა და აშინებდა, ესე იგი ჩვენ რაღაც სწორი სიტყვები ვერ ვიპოვეთ. დღეს გასაგებია, რომ ის, რაც ხდება ჩვენს რეგიონში, ჩვენ თუ შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში დავუშვით ისეთი შეცდომები, რასაც ბოლო 3-4 წელია ვუშვებთ, არავინ გაარკვევს 10-15 წლის შემდეგ, ვინ იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებაში, თუ ვერ გავიმარჯვეთ - ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ." - აცხადებს გახარია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)