|
2025-02-11 15:07:35, 395 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - მნიშვნელობა არ აქვს, პარტიის ლოგო რა ფერი იქნება, „ნაცი“ „ნაცობას“ ვერ მოიშლის, სალომე ზურაბიშვილიც ერთ-ერთი „ნაცია“
მნიშვნელობა არ აქვს, პარტიის ლოგო რა ფერი იქნება, „ნაცი“ „ნაცობას“ ვერ მოიშლის, სალომე ზურაბიშვილიც ერთ-ერთი „ნაცია“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. გორდულაძის თქმით, „ყველაფერს აკეთებენ, რათა საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს ქვეყანაში მრავალპარტიულობაა“. „პატრონებმა „ნაცმოძრაობა“ დაყვეს – ძველ „ნაცებად“, „ახლებად“, „ლელოდ“ და მოღალატე გახარიას პარტიად. ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ ამ ოთხ პარტიას განსხვავებული მიზნები აქვს, თუმცა ერთნი არიან. ყველაფერს აკეთებენ, რათა საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს ქვეყანაში მრავალპარტიულობაა. ზუსტად იგივე გააკეთეს 2003 წელს, როცა ე.წ. კოალიციით, რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ და ზუსტად წელიწად-ნახევარში მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ დარჩა. შემდეგ გვახსოვს, ქვეყანაში რა დაატრიალეს. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვისაც იგივე მცდელობა იყო, მაგრამ მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი არ გამოსდით და საუბარი დაიწყეს გაერთიანებაზე, თუმცა „ნაცი“ თავის „ნაცობას“ ვერ მოიშლის, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, პარტიის ლოგო რა ფერი იქნება. „ნაცს“ გონებაში რომ კარგი არაფერი უდევს, ეს არახალია. სალომე ზურაბიშვილიც ერთ-ერთი „ნაცია““, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)