13:40 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-09 14:42:44, 769 ნახვა

ომი უკრაინაში
ამ კვირაში ოკუპანტებმა 2010-ზე მეტი სხვადასხვა თავდასხმის საშუალება გამოიყენეს უკრაინის წინააღმდეგ

..მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 1260-ზე მეტი საჰაერო ბომბი, 750-მდე თავდასხმის დრონი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა, ყველა პარტნიორს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებისკენ მოვუწოდებთ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„რუსეთის სამხედრო წარმოება, რომელიც ამგვარი ტერორის საშუალებას იძლევა, სამ ძირითად ფაქტორს ეყრდნობა: სანქციების გვერდის ავლის სქემებს, რომლის გარეშე რუსეთს არ ექნება მნიშვნელოვანი კომპონენტები; ნავთობის მაღალ ფასს, რომელიც სამართლიანად უნდა შემცირდეს და იმას, რომ ჩვენ არ გვაქს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების და დრონების საკმარისი რაოდენობა“, - წერს ზელენსკი.

მისივე თქმით, უკრაინა მადლობელია ყველა პარტნიორის, რომლებიც აძლიერებენ სანქციებს, მაგრამ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის შესაძლებლობების შესამცირებლად მეტი გლობალური ძალისხმევაა საჭირო.

„გავაგრძელებთ ჩვენი რაკეტების და დრონების წარმოების გაფართოებას - ყველა პარტნიორს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებისკენ მოვუწოდებთ, რადგან ეს არის ინვესტიციების განხორციელება ადამიანების სიცოცხლის დაცვაში“, - წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics