|
2025-02-08 17:07:35, 609 ნახვა
პოლიტიკა
თეონა აქუბარდია — კრიზისი საკუთარი ხალხის მიმართ არაადამიანური მეთოდების გამოყენებით კი არა, საუბრით უნდა გადაიჭრას
თეონა აქუბარდია დარწმუნებულია, რომ ის შეურაცხყოფა, რომელიც ირაკლი კობახიძის მხრიდან გამოვლინდა, ევროკავშირისგან დამატებით სანქციებსა და ადეკვატურ ქმედებებს გამოიწვევს მისივე თქმით, მთავარია არ დაზიანდეს ქართველი ხალხის ინტერესები. „ბიძინა ივანიშვილის პირობებში საქართველო ჯერ კიდევ ევროსაბჭოს წევრია და ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი გვაქვს, რომლის საფუძველი ივანიშვილმა სწორედ ანტიდემოკრატიული და ავტორიტარული ქმედებებით შეარყია. ბუნებრივია, კანდიდატი წევრი ქვეყნის ვალდებულებაა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა საუბრით და არა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არაადამიანური მეთოდების გამოყენებით. მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო მიმდინარეობს კიდევ უფრო დრაკონული კანონების მიღებითა და დემოკრატიის საბოლოოდ ფეხქვეშ გათელვით, რა თქმა უნდა, განცხადებები გასაგებია. თუმცა, ამ განცხადებებს რომ არაფერი მოჰყვება. რა შეურაცხყოფაც ვნახეთ ირაკლი კობახიძის მხრიდან, დარწმუნებული ვარ, დამატებით სანქციებს და ადეკვატურ ქმედებებს გამოიწვევს. ამ ვითარებაში მთავარია, რომ ქართველი ხალხის ინტერესები არ დაზიანდეს, რადგან ის პროგრესი, რაც აქამდე გვქონია, ეს არაა ივანიშვილის რეჟიმის დამსახურება. შესაძლებელია, ივანიშვილისთვის მთავარი ქართველი ხალხის დაზიანება იყოს, რასაც შეგნებულად ახორციელებს“, – აღნიშნა აქუბარდიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)