|
2025-02-08 12:59:27, 416 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ს ლიდერი გიგი წერეთელი აშშ-ს კონგრესში გამართულ უსაფრთხოების ფორუმს დაესწრო
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიგი წერეთელი აშშ-ს კონგრესში გამართულ უსაფრთხოების ფორუმს დაესწრო, სადაც განიხილებოდა აშშ-ს როლი, ევროპაში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიერ გატარებულ პოლიტიკაში. პარტიის ლიდერი ფორუმზე სიტყვით წარსდგა, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ასევე, გიგი წერეთელმა შეხვედრები გამართა, არაღიარების აქტის ინიციატორ სტივ კოენთან, მეგობარი აქტის მხარდამჭერებთან ჯო ვილსონთან, რიჩარდ ჰადსონთან და რობერტ ადერჰოლტთან, ასევე ის შეხვდა სენატის კომიტეტების თავმჯდომარეებს- მაიკ ლიის და რიჯერ ვიკერს; გიგი წერეთლის განცხადებით - “აშშ-ის კონგრესში გაიმართა ძალიან საინტერესო ფორუმი, რომელიც ეხებოდა უსაფრთხოების საკითხებს. პირველ რიგში ეს ეხებოდა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, ასევე ჩინეთისა და ირანისაგან ევროპის რეგიონში და იმ პოლიტიკას, რომელიც უნდა დაუპირისპირდეს ამას. მე ბუნებრივია ვისაუბრე საქართველოზე, საქართველოს მნიშვნელობაზე როგორც სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ბუნებრივია დღეს არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, ჩვენი ხალხის ბრძოლაზე დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის და იმაზე, რომ ამას სჭირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან გაცილებით უფრო სწრაფი, ეფექტური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.” - განაცხადა გიგი წერეთელმა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)