|
2025-02-07 21:43:39, 654 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - სატელეფონო საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მის მთავრობას აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში
„ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალური მდივანს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა“ - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი. სამუშაო ჯგუფი რუსულ კანონთან დაკავშირებით უნდა შექმნილიყო და ამაზე ორმხრივი შეთანხებაც არსებობდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 3 თებერვალს, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანი ალენ ბერსეტი ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და მასთან განიხილა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის "სტატუსი", რომლის შექმნის შესახებ ორმხრივი გადაწყვეტილება მიღებული იქნა გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის დროს - 2024 წლის 20 დეკემბერს. თუმცა, 20 იანვარს სამდივნომ საქართველოს მთავრობას გაუგზავნა წერილი სამუშაო ჯგუფის შექმნის თხოვნით, ეს მოთხოვნა კი უპასუხოდ დარჩა. სატელეფონო საუბრისას კი კობახიძემ განაცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“ მის მთავრობას აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)