02:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 16:41:47, 497 ნახვა

მსოფლიო
სირიის სანაპიროზე ცეცხლი გაუჩნდა რუსულ სადაზვერვო გემს

23 იანვარს ცეცხლი გაუჩნდა რუსულ სადაზვერვო გემს "კილდინს", როდესაც ის სირიის სანაპიროსთან დაცურავდა და მართვის მხრივ პრობლემები შეექმნა. ამის შესახებ ინფორმაცია, პარასკევს Associated Press-მა გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაციით, ეს მასალები სამხედროებისგან, კერძოდ, ნატოს ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან მიიღეს, რომლის გემიც ინციდენტის დროს მახლობლად იყო.მასალებში ნათქვამია, რომ რუსული ხომალდის ეკიპაჟმა უარი თქვა ნატოს გემის დახმარებაზე.

სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის ფლოტის საშუალო სადაზვერვო ხომალდი "კილდინი" ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა თურქეთის საზღვაო ძალების წვრთნების მონიტორინგისთვის. გაურკვეველი მიზეზების გამო, გემზე ხანძარი გაჩნდა. სავარაუდოდ, ეკიპაჟი ოთხი საათის განმავლობაში იბრძოდა ხანძრის ჩასაქრობად და საბოლოო ჯამში, საკუთარი ძალებით შეძლო ცეცხლის ჩაქრობა.

რუსეთის ხელისუფლებას ინფორმაცია  არ გაუვრცელებია გემ "კილდინთან" მომხდარი ინციდენტის შესახებ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახლა "კილდინი" კვლავ იმყოფება სირიის სანაპიროზე, ტარტუსის პორტთან, სადაც მდებარეობს რუსული ბაზა. ბოლო ინფორმაციით, რუსული გემები ტარტუსიდან სამხედრო ტექნიკის ექსპორტს ახორციელებენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის პორტის დატოვების შემდეგ პრობლემები ჰქონდა რუსულ გემს "სპარტას".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ დრომდე კომენტარსარაკეთებს.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა "ასოშიეტიდ პრესთან" კომენტარში თქვა, რომ რუსეთის საზღვაო ძალების მდგომარეობა არ შეიძლება შეფასდეს ცალკეული ინციდენტით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics