|
2025-02-07 13:41:41, 458 ნახვა
პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - გახარიას გადაწყვეტილება გასაგებია, ის საპარლამენტო მანდატს ებღაუჭება
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სავარაუდოდ, საპარლამენტო მანდატს ებღაუჭება და პარლამენტში ადგილის შენარჩუნება სურს. როგორც ცისკარიშვილმა სადეპუტატო მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მალე გაირკვევა გიორგი გახარია ხალხის, ოპოზიციის მხარეს დგას თუ „ქართულ ოცნებას“ ამ პარლამენტს „უპრავებს“.
შეგახსენებთ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს - ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს. პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)