23:17 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 16:36:45, 536 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - რჩები პარლამენტში?! - ხარ ბიძინას რუსული პროექტი!

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თუკი პოლიტიკური პარტია დღევანდელ პარლამენტში რჩება, ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის „რუსული პროექტია“. შესაბამისი განცხადება ოპოზიციონერმა ლიდერმა სოციალურ ქსელში გააკეთა.

„რჩები პარლამენტში?! - ხარ ბიძინას რუსული პროექტი!“, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს - ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს.

პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics