|
2025-02-06 13:39:45, 408 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გახარიაზე - უცხოელი აგენტების ადგილი პარლამენტში არაა
მანდატების შეწყვეტას არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა, რაც შეეხება გახარიას პარტიას, არც მისი ადგილია საქართველოს პარლამენტში, ზოგადად, არც ერთი უცხოელი აგენტის ადგილი არაა პარლამენტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში ექსკლუზიურად ის ადამიანები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, ვინც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან. „საქართველოს პარლამენტში უნდა იყვნენ წარმოდგენილნი ექსკლუზიურად ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ორი თეორიული ვარიანტი არსებობს იმისათვის, რომ გახარიას პარტიასაც შეუწყდეს მანდატები, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი, ერთი - თუ ამ სესიის განმავლობაში გააცდენენ სხდომებს და მეორე - თუ დაწერენ განცხადებას. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის ამ პოლიტიკურ პარტიასაც, ანუ „ნაცმოძრაობის" ამ ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში შეუწყდეს მანდატები,"- განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)