04:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 17:12:54, 419 ნახვა

მსოფლიო
ოლჟას ბეკტენოვი - ყაზახეთის მტკიცე გადაწყვეტილებაა რეგიონული დაკავშირებადობის გაფართოება და ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში

ყაზახეთის მტკიცე გადაწყვეტილებაა რეგიონული დაკავშირებადობის გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის და პირობების სისტემატური გაუმჯობესება. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ოლჟას ბეკტენოვმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, სასიხარულოა, რომ ყაზახეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე.

„ვაჭრობა ჩვენს ქვეყნებს შორის დღესაც ყურადღების ცენტრშია. გვჯერა, რომ არსებობს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაციის დიდი პოტენციალი. ტრანზიტი და ტრანსპორტი ჩვენი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი სფეროებია. როგორც ყაზახეთი, ისე საქართველო წარმოადგენს ტრანსკონტინენტური სატრანსპორტო დერეფნების სასიცოცხლო მნიშვნელობის რგოლს და გვთავაზობს ევროპისა და ჩინეთის/სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის დამაკავშირებელ ეფექტიან მარშრუტებს.

სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე. ბოლო წლის განმავლობაში ტვირთის გადაზიდვები ამ დერეფნის გასწვრივ გაიზარდა 62%-ით და შეადგინა 4.5 მილიონი ტონა. ეს კი ნიშნავს თითქმის ხუთმაგ ზრდას 2021 წელთან შედარებით და ასახავს მზარდ ნდობას მოთხოვნისა და მიწოდების მხრივ ამ მარშრუტის მიმართ.

ყაზახეთის მტკიცე გადაწყვეტილებაა რეგიონული დაკავშირებადობის გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის და პირობების სისტემატური გაუმჯობესება. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში და ვითვალისწინებთ მის სტრატეგიულ სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს ჩვენი საერთო განვითარების გეგმების ფარგლებში", - განაცხადა ყაზახეთის პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics