|
2025-02-05 11:15:57, 548 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - ბარიერგადალახული პარტიებიდან სამმა პარტიამ არ ისარგებლა იმ მანდატით, რომელიც საზოგადოებამ მიანიჭა
ბარიერგადალახული პარტიებიდან სამმა პარტიამ არ ისარგებლა იმ მანდატით, რომელიც საზოგადოებამ, მათმა მხარდაჭერებმა მიანიჭეს - ეს ფორმალური-პროცედურული საკითხი კომიტეტზე გადაწყდა. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს, ეს საქართველოს პარლამენტის სესიის მიერ გადაწყდება, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტულად თარიღი, როდის გავა აღნიშნული საკითხი სესიაზე ჯერ ცნობილი არ არის. „ბარიერგადალახული პარტიებიდან სამმა პარტიამ არ ისარგებლა იმ მანდატით, რომელიც მას საზოგადოებამ, მათმა მხარდაჭერებმა მიანიჭეს. მათ პარლამენტს მიმართეს შესაბამისი განცხადებით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საპროცედურო და წესების კომიტეტს გააჩნია ვალდებულება შეისწავლოს ეს განცხადება, დაადგინოს ნების გამოხატვის ნამდვილობა, რომ ამ პირებმა ნამდვილად თავისუფლად გამოხატეს ნება და უარი განაცხადეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებაზე. შესაბამისად, ეს არის ფორმალურ-პროცედურული საკითხი, რომელიც საპროცედურო საკითხზე და წესების კომიტეტზე იქნა შესწავლილი დღეს. ეს ფორმალური-პროცედურული საკითხი კომიტეტზე გადაწყდა. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს, ეს საქართველოს პარლამენტის სესიის მიერ გადაწყდება, რაც იქნება საზოგადოებისთვის საჯაროდ ცნობილი. კონკრეტულად როდის - ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის”, - განაცხადა მათიკაშვილმა. კითხვაზე, რას უპასუხებს ეჭვებს, რომელიც ოპოზიციაში გაჩნდა, რომ “ქართული ოცნება” ახლა მანდატების შეწყვეტით ბარიერებს ხსნის იმისთვის, რომ პოლიტიკოსების მიმართ “რეპრესიები” განხორციელდეს, მათიკაშვილმა უპასუხა:“ოპოზიციას ვუპასუხებ იმით, რომ ნაკლებად ეჭვიანები იყვნენ”. “ჩაიხედონ კანონში და საკუთარი გადაწყვეტილებები იმ საზოგადოების ნაწილთან ერთად მიიღონ, ვინც მათ მხარი დაუჭირა. პირველ რიგში, მათ უმტყუნეს იმ ელექტორატს, რომელმაც ამ რადიკალურ ოპოზიციონერებს მხარი დაუჭირა”, - განაცხადა მათიკაშვილმა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრების განცხადებები განიხილა და მათი ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა. საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)