|
2025-02-03 14:24:07, 2079 ნახვა
რეგიონი
რუსული მხარე - პრინციპულად მნიშვნელოვანია, სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წლის 1 მაისამდე ამოქმედდეს
ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის ახალმა რუსმა კურატორმა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის მიმდინარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ „პრინციპულად მნიშვნელოვანია“, აეროპორტი მიმდინარე წლის 1 მაისამდე ამოქმედდეს. „იმისთვის, რომ სეზონზე რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან აეროპორტში სრულფასოვანი ფრენები განხორციელდეს, პირველი სატესტო რეისი თებერვალში უნდა მიიღოს“ - განაცხადა მან ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ. კირიენკომ აღნიშნა, რომ აეროპორტი დამატებით შესაძლებლობებს გაუხსნის როგორც აფხაზეთის მოქალაქეებს, ასევე რუს ტურისტებს. მისი თქმით, ინვესტორები უკვე ფიქრობენ სამომავლოდ მის გაფართოებაზე. „სიმართლე გითხრათ, ასეთი ლამაზია პროექტი აქამდე არ მინახავს“, - თქვა მან. მანამდე კირიენკომ აეროპორტში სამუშაოები დაათვალიერა და საკითხი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატ ბადრა გუნბასთან განიხილა, რომელიც აეროპორტის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობდა. ოპოზიციის განცხადებით, გუნბას უფლება არ ჰქონდა კირიენკოს შეხვედროდა, საკოორდინაციო შტაბის უფროსის რანგში. ამის შესახებ ე.წ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას, პრესსამსახურში განაცხადეს. „ბადრა ზურაბოვიჩ გუნბამ, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ყველა უფლებამოსილებაზე უარი განაცხადა და წავიდა შვებულებაში. საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების მომენტიდან საარჩევნო კამპანიის დასრულებამდე ბადრა გუნბა შვებულებაშია და არ აქვს უფლება შეასრულოს ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციები, მათ შორის საკოორდინაციო შტაბის სამუშაოების წარმართვა ვ.გ. არძინბას სახლოების სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის შესახებ. ეს აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა“. სერგეი კირიენკომ, აფხაზი ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად, განაცხადა რომ „რუსეთი პატივისცემით მიიღებს აფხაზი ხალხის ნებისმიერ არჩევანს“. „საპრეზიდენტო არჩევნები“ ოკუპირებული აფხაზეთში 15 თებერვალს გაიმართება. 2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტს აღადგენს შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევის კომპანია. რაშიდ ნურგალიევს ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტი უკავია. რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექტის საინვესტიციო მოცულობა 12 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს. მისი თქმით, რუსეთიდან სოხუმის მიმართულებით პირველი საცდელი რეისი წელს იგეგმება. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო მის შესახებ ინფორმაცია.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)