00:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 19:07:11, 1102 ნახვა

საზოგადოება
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი - თუ ამაღლობელი დაიჭირეს და დასაჯეს, რატომ არ არიან დაჭერილები ისინი, ვინც ჟურნალისტებზე იძალადეს

არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას, ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი მან პოლიციელზე სილის გარტყმით კანონი დაარღვია და დაიჭირეს, რატომ არ დაიჭირეს ის ადამიანები, რომლებმიც ქუჩაში ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ.

„ასეთი უსამართლობები რომ ხდება და ამ უსამართლობებზე თვალს ვხუჭავთ, თვალდახუჭული დავრჩებით მთელი ცხოვრება,“ - განაცხადა არქიმანდრიტმა.

„სად არიან ისინი, რატომ არ არიან დაჭერილი?“ - კითხულობს არქიმანდრიტი.

„ერთმა ჟურნალისტმა პოლიციელს ლოყაში გაარტყა, ეს ჟურნალისტი დაიჭირეს, დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ. ამბობენ, რომ ამან დაარღვია კანონი და პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ჩვენ ვიცით ასევე ჟურნალისტები, რომლებსაც ფეხებით დაადგნენ, 5-7 კაცი ურტყამდა, ქუსლებით ცემდნენ, დაეცა. ახლა ვკითხოთ, რომელია უფრო დამნაშავე: თუ ეს დამნაშავეა იმიტომ, რომ ამ პოლიციელს ლოყა აუწითლდა და ტკივილი იგრძნო, რამდენად უფრო დამნაშავეა ის ხალხი, ვინც ქუჩაში უმოწყალოდ სცემდნენ და ღვთის ნებით გადარჩნენ, შეწევნით, თორემ მათი ხელიდან მკვდარი იყო.

აი, დასვით კითხვა, რომელია მართალი? ამას ციხე ეკუთვნის და იმათ თავისუფლება? სად არიან ისინი, რატომ არ არიან დაჭერილი? აი, ესეთი უსამართლობები რომ ხდება და ამ უსამართლობებზე თვალს რომ დახუჭავთ, თვალდახუჭული დარჩებით მთელი ცხოვრება,“ - განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics