|
2025-01-30 18:38:58, 3185 ნახვა
სპორტი
ბორჯღალოსნები იწყებენ - წლის პირველი მატჩები „ავჭალაზე“
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. მატჩი 1 თებერვალს, თბილისში, „ავჭალაზე“ გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. საქართველოს შვეიცარიასთან აქამდე მხოლოდ ერთხელ, 31 წლის წინ უთამაშია. 1994 წლის 4 ივნისს, „შონ-დე-ფონში“ ქართველებმა მეტოქეს მინიმალური ანგარიშით - 22:21 სძლიეს. თებერვლის პირველ სამ კვირაში ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას გამართავენ. შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, 8 თებერვალს, რიჩარდ ქოქრილის გუნდი კვლავ მასპინძლის ამპლუაში იქნება და ამჯერად, ნიდერლანდებს უმასპინძლებს. მატჩი „ავჭალაზე“, 15:00 საათზე დაიწყება. ჯგუფურ ეტაპს ბორჯღალოსნები 16 თებერვალს, ესპანეთთან სტუმრად მატჩით დაასრულებენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალები მარტის დასაწყისში, ხოლო ფინალები ორი კვირის თავზე გაიმართება. 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა. ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე, 20-ის ნაცვლად 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მომავალი მსოფლიო თასის კვალიფიკაციას 4 გუნდი გაივლის (თასის ნახევარფინალში გასული გუნდები). მეხუთე კი, რეპეშაჟში ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ - 16-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული და აქედან ბოლო 7 - მიყოლებით. თიბისი 2015 წლიდან რაგბის მხარდამჭერია. მრავალწლიანი მეგობრობა, უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატებისა და ფესტივალების ხელშეწყობას. თებერვლის საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთები შეიძინეთ tkt.ge -ზე. #ერთადგავიმარჯვებთ
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)