08:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 12:44:56, 574 ნახვა

საზოგადოება
თემურ თორდინავა თბილისის საბავშვო ბაღებში შეხვედრებს აგრძელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა საბავშვო ბაღების პერსონალთან და აღსაზრდელების მშობლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

მერიის ინფორამციით, შეხვედრებზე ისეთი საკითხები განიხილება, როგორიცა თითოეული ბაღის საჭიროებები, პრობლემები, ასევე, უკვე განხორციელებულ და დაგეგმილი სიახლეები.

სააგენტოს ხელმძღვანელმა მორიგი შეხვედრა თბილისის 121-ე საბავშვო ბაგა-ბაღში გამართა. ბაღში კაპიტალური რემონტი უკვე ჩატარდა, დარჩენილია ფასადის მოწესრიგების სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, თორდინავამ ბაღისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში მშობლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუშაობის ეფექტურობა დამოკიდებულია სააგენტოს, ბაღის პერსონალისა და მშობლების ურთიერთთანამშრომლობაზე.

„ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, შარშან 60-მდე ბაღში ვიყავი და 10 000-მდე ადამიანს შევხდი. 2016 წლის ბიუჯეტი სწორედ ამ შეხვედრების დროს გამოვლენილი პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმა. ამ პრინციპს არც წელს დავარღვევთ, ვაპირებ, რომ მიმდინარე სააღმზრდელო წლის დასრულებამდე თბილისის ყველა ბაღში მივიდე და უშუალოდ პერსონალისა და მშობლებისგან  მოვისმინო ინფორმაცია ბაღის საჭიროებების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანია მათი შეფასებები სააგენტოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე“, - განაცხადა  თემურ თორდინავამ.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სააღმზრდელო დაწესებულებებში სტუმრობას ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics