|
2025-01-30 11:52:37, 408 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - “ქართული ოცნების“ ძალისხმევით ქვეყანა სრულად იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროსგან
„ქართული ოცნების“ ძალისხმევით ქვეყანა სრულად იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროსგან. ცრუ დევიზის - „ღირსებით ევროპისკენ“ ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა რეალობა - „კუდამოძუებული ევროპიდან“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, „ქართული ოცნების“ დელეგაციას უფლებამოსილება შეეზღუდა და განისაზღვრა ის აუცილებელი პირობები, რომელიც ქვეყანაში უნდა განხორციელდეს. „გუშინ საღამოს სტრასბურგში ევროპის საბჭოს ასამბლეის მიერ მიღებული იქნა უმნიშვნელოვანესი და ისტორიული გადაწყვეტილება. ამ უმნიშვნელოვანესი ევროპული ორგანოს საპარლამენტო ასამბლეამ სრულად დაუჭირა მხარი ქართველი ხალხის ბრძოლას სამართლიანობისთვის, ევროპული მომავლისთვის და საქართველოში კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის. საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ დელეგაციას უფლებამოსილება შეეზღუდა და განისაზღვრა ის აუცილებელი პირობები, რომელიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მიღებულ რეზოლუციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმის ხაზგასასმელად, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას. „ეს რეზოლუცია ერთხმად იქნა მიღებული და იმის ნაცვლად, რომ „ქართულ ოცნებას“ გაეთვალისწინებინა ეს გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ განაცხადა, რომ საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს არის ზუსტად ის რეალობა, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, როდესაც „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ქვეყანა სრულად იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროსგან. ცრუ დევიზის - „ღირსებით ევროპისკენ“ ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა რეალობა - „კუდამოძუებული ევროპიდან“. ეს არის ის რეალობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ძალადობრივი პოლიტიკური ნაბიჯებიდან გამომდინარე დააყენა. ამავდროულად, ქართველი ხალხი მიიღებს იმ აუცილებელ მხარდაჭერას ყველა ცივილიზებული ქვეყნიდან, რომელიც უზრუნველყოფს ქართველი ხალხის ბრძოლის წარმატებით დასრულებას. ეს წარმატება სჭირდება საზოგადოების გამთლიანებას, მშვიდობის დამყარებას და ჩვენი ქვეყნის ნორმალურ განვითარებას. სწორედ ამისთვის მიიღეს ის მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელსაც ერთხმად დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. 134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა. აღნიშნული რეზოლუციის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. როგორც თეა წულუკიანმა გადაწყვეტილების გაჟღერებისას განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)