|
2025-01-29 09:32:22, 1923 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - პუტინმა ისევ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია და აკეთებს ყველაფერს, რათა ომი გააჭიანუროს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ქმედებები ომის გაჭიანურებისკენ არის მიმართული. ზელენსკის თქმით, რუსი დიქტატორი აკეთებს ყველაფერს მოლაპარაკებების თავიდან ასაცილებლად. "პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია, ეშინია ძლიერი ლიდერების და აკეთებს ყველაფერს, რათა ომი გააჭიანუროს. მისი ყოველი ქმედება და მისი ყველა ცინიკური ხრიკი მიმართულია იმისკენ, რომ ომი დაუსრულებელი გახადოს. 2014 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო ჰიბრიდული ომი, რომელიც 2022 წელს სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა რეალურ მშვიდობას მივაღწიოთ, მაგრამ პუტინი აკეთებს ყველაფერს, რომ მშვიდობის ნაცვლად, გააგრძელოს სრულმასშტაბიანი მკვლელობა", - თქვა ზელენსკიმ. მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა ძველ შეცდომებზე ისწავლონ და ძალისხმევა გააერთიანონ, რათა რუსეთს მშვიდობა აიძულონ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)