01:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 21:45:07, 762 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია - პროტესტის 61-ე დღე

თბილისი, 27 იანვარი 2025 – რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 61-ე დღეა გრძელდება. დემონსტრანტები კვლავაც მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას.

აქციის მონაწილეებმა დღეს დილიდან სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობები გამართეს, რის შემდეგაც პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics