|
2025-01-23 12:13:54, 395 ნახვა
პოლიტიკა
გარეტ უორდი - ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ეკონომიკა იყოს წარმატებული
დღეს ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ განცხადებას ახალი პარტნიორობისა და ახალი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეკონომიკაში, გაერთიანებულ სამეფოს სურს, რომ საქართველოს ეკონომიკა წარმატებული იყოს, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველომ უნდა გააგრძელოს ღია და თავისუფალი ეკონომიკის ქონა და გააგრძელოს რეფორმა, რათა უზრუნველყოს ეს. „მე მოხარული ვარ, რომ „ვოდაფონი“ შემოვიდა „სელფისთან“ პარტნიორობაში. ჩვენ ვიცით, რომ მალე იქნება პირდაპირი ფრენები ლონდონსა და თბილისს შორის, „ბრიტანული ავიახაზები“ და „იზიჯეტი“ იფრენენ საქართველოში მარტის ბოლოდან. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ეკონომიკა იყოს წარმატებული და გააგრძელოს ღიაობა, ასევე ეკონომიკური რეფორმები იყოს პრიორიტეტი“, – განაცხადა ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)