|
2025-01-21 12:36:39, 525 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბეჟაშვილი - ტრამპის ინაუგურაციაზე საქართველოს ხელისუფლება არ ყოფილა წარმოდგენილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იყო წარმოდგენილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, რაც, მისი თქმით, ნათლად აჩვენებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ვერ ხედავს საქართველოს მმართველობაში იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პარტნიორად მიიჩნევს.
როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ცდილობს, დიდ ღონისძიებებს დაესწროს, რაც მისივე თქმით, „კარგია“, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ღონისძიებას არ დასწრებიან. ბეჟაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, არის თუ არა თანხვედრაში „ქართული ოცნების“ და ტრამპის პოლიტიკა, და აღნიშნა, რომ ამის პასუხი იმ განცხადებებშია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქციებთან დაკავშირებით კეთდება. მისივე თქმით, ახალი აშშ-ის ადმინისტრაცია მიუღებლად მიიჩნევს დიქტატორულ რეჟიმებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პოზიციას.
მისივე თქმით, „დიფ სთეითთან“ დაკავშირებული საუბრები „გაუმართლებელია“, რადგან, როგორც ბეჟაშვილი აღნიშნავს, რეალური პოლიტიკა მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს. „დიფ სთეითი“ კი, მისი თქმით, არ არის მთავარი პრობლემა, რადგან საქართველო დღეს რუსული იმპერიალისტური ზრახვების განხორციელების საფრთხის ქვეშაა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)