|
2016-03-04 18:14:56, 799 ნახვა
ეკონომიკა
10 მარტიდან ახალი შიდა ავიარეისები შესრულდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ახალ შიდა ავიამიმართულებებს ამატებს - 10 მარტიდან ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს ნატახტარი - ქუთაისისა და ქუთაისი - ნატახტარის მიმართულებით ავიარეისები შესრულდება. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, რეისზე ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის იქნება 50 ლარი, ბავშვებისთვის - 35 ლარი, ხოლო ჩვილთათვის მგზავრობა უფასო იქნება. ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება ფრენები მესტია - ქუთაისი და ქუთაისი - მესტიის მიმართულებით, ერთი მიმართულებით ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის იქნება 40 ლარი, ბავშვებისთვის - 28 ლარი, ჩვილებისთვის უფასო. ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით ხორციელდება რეისები კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას), ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის 65 ლარია, ხოლო ბავშვებისთვის - 45 ლარი (ჩვილებისათვის მგზავრობა უფასოა). 2015 წლის განმავლობაში აღნიშნული რეისით 4,458 მგზავრმა ისარგებლა. რეისებს ავიაკომპანია „სერვისეარი“ შეასრულებს ახალი 17 ადგილიანი საჰაერო ხომალდით. ნატახტარი - მესტიის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია „Vanilla Sky”-ში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)