11:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-18 08:21:58, 479 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის ინაუგურაცია უამინდობის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უამინდობის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, 20 იანვარს ვაშინგტონში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.

ტრამპის მიმართვას ინაუგურაციის ცერემონიაზე მისული სტუმრები კონგრესის შენობაში მოისმენენ. საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც ასევე კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში გაიმართება.

მედიის ცნობით, ბოლო პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაცია კონგრესში გაიმართა, რონალდ რეიგანი იყო. 1985 წელს ცერემონიის დახურულ სივრცეში გამართვა მაშინაც უამინდობის გამო გადაწყდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics