|
2016-03-04 16:59:35, 1365 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი: ეკომიგრანტებს სახლები ნინოწმინდაში, წალკასა და თეთრწყაროში დაუკანონდათ
215 ეკომიგრანტ ოჯახს და 145 დევნილ ოჯახს დღეს სახლები საკუთრებაში გადაეცა,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. სუბარის თქმით, 2006 წლიდან ეკომიგრანტებისთვის სახლების შესყიდვა შეწყდა და ეს პროცესი დღევანდლი ხელსიუფლების პირობებში განახლდა: „შარშან დაახლოებით 11 ათას დევნილ ოჯახს დავუკანონეთ ის საცხოვრებელი ფართები, რომლებშიც ცხოვრობდნენ. აქედან ნაწილი იყო კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული სახლები და პარალელურად შარშან ვმუშაობდით და დღეს მთავრობის სხდომაზე პირველად გამოვიდა ეკომიგრანტებისთვის წლების განმავლობაში შესყიდული სახლების გადაცემის საკითხი. 2006 წლიდან მოყოლებული შეწყდა ეკომიგრანტებისთვის სახლების შესყიდვა და ჩვენ განვაახლეთ ეს პროცესი. შარშან 150 ოჯახზე მეტს ვუყიდეთ და წელსაც ასამდე ოჯახისთვის მოხდება შესყიდვა, თუმცა, ყველა იმ ეკომიგრანტს, ეს არის 100 ზე მეტი ოჯახი, რომლებსაც წლების განმავლობაში ჰქონდათ შესყიდული, არ ქონდათ დაკანონებული და ამ წლების განავლობაში ზოგიერთი სახლი დაინგრა, ზოგიერთი უბრალოდ გადაცემული იყო სხვაზე, უმრავლეს ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ, არ ჰქონდათ საკუთრებაში გადაცემული. შარშან მოხდა აღწერა ყველა ამ სახლის და ეს იყო ძალიან რთული პროცესი. შარშან მოხდა 1000-ზე მეტი სახლის აღწერა და ეს იყო ძალიან რთული პროცესი, რადგან ამ დოკუმენტაციაში ქაოსი იყო. დავიწყეთ ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა და დღეს 215 ოჯახს გადაეცათ საკუთრებაში, ეს არის წალკა, თეთრი წყაროს და ნინოწმინდაში უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდება სახლები. პარლალელურად გრძელდება დევნილებისთვის სახლების გადაცემის პროცესიც და დღეს მთავრობაზე 145 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა სახლები და ეს პროცესი გაგრძელდება”,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)