22:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 13:04:41, 438 ნახვა

პოლიტიკა
ბაქოში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა. სხდომა გახსნეს ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა, რომელთაც საგარეო პოლიტიკურ დიალოგსა და სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

ირაკლი კობახიძემ, შეხვედრის  დადებით მხარეზე გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით, სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფართოებას.

„ჩვენ მტკიცედ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რეგიონში სტაბილურობა აუცილებელია მდგრადი განვითარებისთვის,“ – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი.

ამას გარდა, ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს ენერგოუსაფრთხოებისა და სატრანსპორტო მარშრუტების წარმატებული ფუნქციონირება. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობაზე და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა დარგობრივ უწყებებს შორის თანამშრომლობას, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საკონსულო საკითხებზე.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics