22:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 12:51:17, 419 ნახვა

პოლიტიკა
ალი ასადოვი კობახიძეს - აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივად მეგაპროექტები სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაციას ემსახურება

„აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული მეგაპროექტები წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის მაგალითია, აღნიშნული პროექტები სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაციას ემსახურება,“ - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასდოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულმა პროექტებმა შეცვალა რეგიონის ენერგეტიკული და სატრანსპორტო რუკა.

„აქ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამხრეთის დერეფანი. ჩვენი ქვეყნები ამ სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. „სოკარის" მიერ საქართველოს ბაზარზე გაზის მიწოდება გრძელდება. ნავთობისა სფეროშიც ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. ბაქო-თბილისის-ჯეიჰანის ბაზით გასულ წელს 30 მლნ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. ყულევის ტერმინალსა და მასთან ახლომდებარე ნავთობის გადამუშავების ქარხანას შორის თანამშრომლობის საკითხი ამჟამად აქტუალურია. ამასთან დაკავშირებით უკვე ხელშეკრულება გაფორმდა და ახლო მომავალში ყულევის ტერმინალიდან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა დაიწყება. ამავდროულად, დღეს ჩვენ ერთად ევროპაში მწვანე ენერგეტიკის ხიდს ვაშენებთ. შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის პროექტი აზერბაიჯანში, საქართველოში, რუმინეთსა და უნგრეთში ხორციელდება. ეს პროექტი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს,"- აღნიშნა ალი ასადოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics