თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა "სოციალური დიალოგი: ბარიერების გადალახვის შესაძლებლობები ინკლუზიურ დასაქმებაში"გაიმართა. 

" />
06:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 16:23:14, 578 ნახვა

საზოგადოება
„სოციალური დიალოგი ბარიერების გადალახვის შესაძლებლობები ინკლუზიურ დასაქმებაში“ გაიმართა

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა "სოციალური დიალოგი: ბარიერების გადალახვის შესაძლებლობები ინკლუზიურ დასაქმებაში"გაიმართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ გახსნა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც მერია ინკლუზიური დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ახორციელებს.

"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდაჭერა თბილისის მერიისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მერიას აქვს ბევრი პროგრამა, როგორც სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით, ასევე საჯარო სივრცეების ადაპტირების მიმართულებით. თბილისის მერიას აქვს გარკვეული რესურსები იმისათვის რომ სხვადასხვა ღონისძიებებით, იქნება ეს ფინანსური მხარდაჭერა, ტრენინგები, სტაჟირების პროგრამები თუ ა.შ., ხელი შეუწყოს შშმ პირების ინტეგრაციას, მათი უნარ-ჩვევების განვითარებას და დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყების შესაძლებლობას", -განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

სამუშაო შეხვედრას თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძე, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა, შშმ პირთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, საკრებულოს წევრი რატი იონათამიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გამყრელიძე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. სოციალურ საწარმოებთან და მეწარმეებთან მუდმივ დიალოგში ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები იყოს მორგებული მათ ინტერესებზე, მათ საჭიროებებზე და ეს სფერო ვითარდებოდეს. როდესაც ქვეყანაში არის წარმატებული სოციალური მეწარმეობა, ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია არის ძლიერი და უფრო მეტი შშმ პირია დასაქმებული",-განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics