|
2025-01-16 13:27:33, 389 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდნენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდნენ. მამუკა ხაზარაძის განცხადებით სენატორი მხარდაჭერას უცხადებს პროტესტს რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. „შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ჩვენი მეგობარი სენატორები ბატონი როჯერის ხელმძღვანელობით საკმაოდ სერიოზულ მხარდაჭერას უცხადებენ იმ პროცეს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. იგულისხმება პროტესტი, რომელსაც უწყვეტი ფორმა აქვს მიღებული და ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან. უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ საკმაოდ საინტერესო სიურპრიზებს "ქართული ოცნებისთვის" და კერძოდ ბიძინა ივანიშვილისთვის. შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით და აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს და აუცილებლად გავათავისუფლებთ პოლიტპატიმრებს! ზეწოლა იმისათვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისი პოზიცია ევროატლანტიკური მიმართულებით, ჩატარდეს ახალი და თავისუფალი არჩევნები, ამას მივაღწევთ ამერიკის მხრიდან ძალიან სერიოზული პრესინგით და ნაბიჯებით "ქართულ ოცნებაზე". ჩვენ ამას ვნახავთ უახლოეს ხანში. ეს ნაბიჯები გადაიდგმევა ინაუგურაციის შემდეგ" - განაცხადა ხაზარაძემ. მანამდე პოლიტიკოსები კონგრესმენებს, დინა ტიტუსს, ქეროლ მილერს და რონალდ ესტესს შეხვდნენ. ბადრი ჯაფარიძის თქმით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა არის ორპარტიული. „ კონგრესის წევრ დინა ტიტუსთან შეხვედრის შემდეგ ძალიან კარგი განწყობით ვართ პირველ რიგში იმიტომ, რომ ის არის საგარეო კომიტეტის ძალიან გავლენიანი წევრი კონგრესში, რომელიც მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ემსახურება ქართველი ხალხის მხარდაჭერას, საქართველოს მხარდაჭერას - ჯო უილსონოს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა არის ორპარტიული, შესაბამისად, ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ შემდგომი ნაბიჯებიც ასევე ორპარტიულად იქნება მხარდაჭერილი"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. გრიგოლ გეგელიას თქმით ძლიერი საქართველო განაგრძობს შეხვედრებს შტატებში და სენატორებისა და კონგრესმენების შემდეგ ისინი სახელმწიფო დეპარტამენტში განაგრძობენ შეხვედრას. "ვაგრძელებთ შეხვედრებს სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც ისევ და ისევ, ყველა ქართველის სახელით წარვადგენთ ქართველი ერის სუვერენულ პოზიციას - ვითხოვთ ახალი არჩევნების მხარდაჭერას და ბუნებრივია, კონგრესის ორივე პარტიას მოვუწოდებთ არაღიარების და სანქციების პოლიტიკის გაღრმავებისკენ" – აცხადებს პარტიის საგარეო მდივანი.
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)