|
2025-01-16 11:53:12, 414 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი - ჩვენ არ ვცნობთ მთავრობას, მოვუწოდებთ „ოცნებას“ ახალი არჩევნებისკენ
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი საქართველოში შექმნილ ვითარებას აფასებს. მაკალისტერი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების მოწოდებები გაითვალისწინოს. ევროპარლამენტარი ხაზს უსვამს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, „ქართულმა ოცნებამ” შეცვალოს საგარეო კურსი – დისტანცირდეს მოსკოვისგან და მიიღოს ევროკავშირთან თავსებადი დღის წესრიგი. მაკალისტერისვე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი პრაქტიკულად გაყინულია ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ. მან ილაპარაკა საქართველოსთვის გათვალისწინებული დახმარებების გაყინვაზე, აღნიშნა 121 მილიონი ევროს არაპირდაპირი ფინანსური დახმარების შეჩერება, ასევე, ის, რომ გაიყინა 30 მილიონი ევრო, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ გაყინა საქართველოს მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან. ეს დახმარება უნდა განაწილდეს „სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის სასარგებლოდ”.
მაკალისტერმა ასევე აღნიშნა, რომ რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)