12:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 08:57:12, 381 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტუსკი - რუსეთი საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ავიახაზების წინააღმდეგ დივერსიის მომზადებაში დაადანაშაულა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია - და დეტალებს არ შევეხები, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ეს შეშფოთება მართებულია - არის ის, რომ რუსეთი გეგმავდა საჰაერო ტერორისტულ აქტებს და არა მხოლოდ პოლონეთის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ტუსკმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, პოლონეთი „მთავარ როლს თამაშობს ევროპაში დივერსიის აქტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებსაც რუსეთი აწყობს და არა მხოლოდ პოლონეთის ტერიტორიაზე“.

დონალდ ტუსკმა აღნიშნული განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვი ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩრდილოეთ ამერიკაში მიმავალი სატვირთო და სამგზავრო თვითმფრინავებისთვის ცეცხლის წაკიდების მიზნით ოპერაციებს გეგმავდა. The Wall Street Journal-ი, დასავლურ სადაზვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით, წერდა, რომ დივერსიული აქტები მოიცავდა ზაფხულის ინციდენტებს, მათ შორის ხანძრებს DHL ლოჯისტიკურ ცენტრებში ლაიფციგში, გერმანიაში და ბირმინგემში, ბრიტანეთში. სამართალდამცავი ორგანოები ადრეც აცხადებდნენ, რომ ეს შეიძლება დივერსიული აქტები ყოფილიყო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics