|
2025-01-15 16:54:10, 398 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის საგარეო მინისტრი - უკრაინა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა
უკრაინა მხარს უჭერს ქართველ ხალხს - არცერთ ქვეყანას, განსაკუთრებით კი რუსეთს, არ აქვს უფლება ხალხის გეოპოლიტიკურ არჩევანს ვეტო დაადოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას ჰკითხეს, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი და აქვს თუ არა უკრაინას მიხეილ ყაველაშვილთან კონტაქტი. „უკრაინა მხარს ქართველ ხალხს უჭერს. ჩვენ ვგმობთ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ, ვგმობთ დიდი რაოდენობით დარღვევებს საპარლამენტო არჩევნების დროს, ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების არაპროპორციულ რეპრესიებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ ეუთო-ს დასკვნა ყურადღებით შევისწავლეთ, სადაც მრავალრიცხოვანი დარღვევების შესახებ ნათლად არის აღნიშნული. დასკვნის მთავარი რეკომენდაცია პრობლემების ძირითადი მიზეზების აღმოსაფხვრელად ახალი არჩევნების ჩატარებაა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)