|
2025-01-15 11:06:52, 438 ნახვა
პოლიტიკა
გახარიას პარტია თავდასხმის დაუყოვნებლივ და სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს
პარტია გახარია საქართველოსთვის გახარიაზე თავდასხმის დაუყოვნებლივ და სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს - პარტია განცხადებას X-ზე ავრცელებს. "დღეს ბათუმში, პარტია საქართველოსთვის ლიდერს და საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას სასტიკად დაესხა თავს ივანიშვილის რეჟიმის მიერ კოორდინირებული ჯგუფი. გიორგი გახარია იყო ბათუმში და ესწრებოდა ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის უსამართლოდ დევნილი წევრების სასამართლო პროცესებს, როცა ეს საშინელი ძალადობა მოხდა. პარტია საქართველოსთვის ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოწყობილი ძალადობრივი თავდასხმის დაუყოვნებლივ და სრულყოფილ გამოძიებას და ყველა ანგარიშვალდებული პირის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს. ეს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ოპოზიციის დაშინებისა და განსხვავებული აზრის დათრგუნვის აშკარა მცდელობაა. ასეთი ქმედებები ვერასდროს გააჩუმებს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ხმებს" - წერია განცხადებაში. გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)