|
2025-01-14 15:40:43, 447 ნახვა
პოლიტიკა
გურამ როგავა - ჩვენ ხელისუფლება არ გვიმჩნევს და ეს მიზანმიმართულად ხდება
ვაპირებ კონკრეტული მასალებით ვაჩვენო, რომ ამ ქვეყანაში არ გვაქვს გამოძიების უფლება, ჩვენ ხელისუფლება არ გვიმჩნევს და ეს მიზანმიმართულად ხდება,- ამის შესახებ ჟურნალისტმა გურამ როგავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წევრებთან შეხვედრამდე განუცხადა. მისი თქმით, სოლიდარობის განცხადებები არავის სჭირდება. „პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ, შეიძლება უხეშადაც ვეტყვი - არავის სჭირდება მათი ბრტყელი განცხადებები. დღეს თუ ჩვენ დაგვასახიჩრეს, ხვალ მოგვკლავენ და მათი სოლიდარობის განცხადებები არაფერს გვიშველის. ვაპირებ ჩემი და ჩემი კოლეგების შემთხვევაზე კონკრეტული მაგალითებით, ვიდეოებით, კონკრეტული მასალებით ვაჩვენო, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს გამოძიების უფლება, ჩვენ ხელისუფლება არ გვიმჩნევს და ეს მიზანმიმართულად ხდება იმიტომ, რომ ამ ფორმით ცდილობენ ჩვენს დაშინებას და გაჩუმებას“, - განაცხადა როგავამ. ცნობისთვის, თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციებზე დაშავებულ პირებს ხვდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)