09:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 13:53:55, 437 ნახვა

საზოგადოება
საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ოჯახს მთავრობა 10 000 ლარს გადასცემს

გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული 5 ბავშვის ოჯახს, ერთჯერადი დახმარების მიზნით საქართველოს მთავრობა 10 000 ლარს გადასცემს - აღნიშნული განკარგულება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, რომელიც 8 იანვრით  არის დათარიღებული.

განკარგულების მიხედვით, ვიტალი ჭოლარიას თანხას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გადასცემს.

ცნობისთვის, 5 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში, რომელშიც ჭოლარიების ოჯახი ცხოვრობდა, ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 5 მცირეწლოვანი დაიღუპა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics