|
2025-01-13 00:56:09, 500 ნახვა
პოლიტიკა
უილსონი - უკანონო რეჟიმს ხალხის გაჩუმება არ შეუძლია. დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ამ დანაშაულებს
დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ამ დანაშაულებს- ასე ეხმაურება თბილისშ და ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ამერიკელი კონგრესმენი და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი "ვრცელდება ვიდეოები ივანიშვილის სასოწარკვეთილი რეჟიმის მიერ სასტიკი თვითნებური დაკავებების, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების. ამ ტირანულ და უკანონო რეჟიმს ხალხის გაჩუმება არ შეუძლია. დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ამ დანაშაულებს", - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე დაკავებულია რვა პირი. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით - 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული. თბილისში, რესტორან "ბაბილოსთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)