|
2025-01-11 16:40:47, 485 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მე ბოლომდე ჩართული ვიქნები ამ ქვეყნისთვის ბრძოლაში
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ბოლომდე ჩართული იქნება საქართველოსთვის ბრძოლაში და ქვეყნის მეგობრების მხარდაჭერის მობილიზებაში.
პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანას ევროპის და ამერიკის მხარეზე ამდენი მეგობარი იშვიათად ჰყოლია.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს საზოგადოება დღეს გამორჩეულად დემოკრატიული, შეგნებული და მშვიდობიანია, რაც გარდამტეხ როლს თამაშობს ქვეყნის კრიზისიდან მშვიდობიანად გამოსაყვანად.
ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა რეგიონების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ზუგდიდით დაიწყო რეგიონებში სიარული, რათა არავინ იგრძნოს, რომ პროტესტი მხოლოდ თბილისს ეხება. მისი თქმით, პროტესტი მთელი ქვეყნისაა და ის უნდა დასრულდეს მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნებით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)