07:55 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 17:23:16, 621 ნახვა

სამართალი
ადვოკატების მოთხოვნა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაზე არ დაკმაყოფილდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ანდრო ჭიჭინაძისა და სისხლის სამართლის წესით დაკავებული კიდევ 10 ადამიანის პატიმრობაზე მსჯელობდნენ, ადვოკატებმა (ერთის გარდა) მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, მათი მოთხოვნა  მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ არ დააკმაყოფილა.

სასამართლო დღეს სისხლის სამართლის წესით დაკავებული მხოლოდ  11 ადამიანის პატიმრობის (ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, რევაზ კიკნაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილისა და სერგეი კუხარჩუკის ) საკითხს განიხილავდა, წინასასამართლო სხდომა 5 მარტამდე გადაიდო. დაკავებულების საქმეები ერთ წარმოებად არის გაერთიანებული, რასაც ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი ხელოვნურს უწოდებს

სასამართლოს ეზოში სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, მოქალაქეები, ბიზნესმენები და დაკავებულთა ოჯახის წევრები არიან შეკრებილნი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics