|
2025-01-10 09:17:31, 478 ნახვა
პოლიტიკა
ჯო უილსონი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და სანქციების გამკაცრებაზე იმსჯელა
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა “ჰადსონის უნივერსიტეტში” გამართულ აუდიენციაზე. შეხვედრაზე მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რუსული გეგმები იყო. შეხვედრაში მონაწილეობა “მაკკეინის ინსტიტუტის” გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმაც მიიღო, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად ჩაერთო. ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ამერიკელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და ოლიგარქიული მმართველობის გავლენებზე. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რუსეთის გავლენის ზრდაზე და საქართველოს პროდემოკრატიული კურსის შეჩერებაზე. შეხვედრის მონაწილეებმა კონგრესმენს მიმართეს, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიმართ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს. შეხვედრა ჰელსინკის კომისიის ჩართულობითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)