10:30 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 10:06:38, 378 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი პაპუაშვილს მიმართავს - ყველაზე დიდი პატივი, რომელსაც სავარაუდოდ ელოდებით, არის სტიპენდია ურალის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტში

შალვა პაპუაშვილო, ყველაზე დიდი პატივი, რომელსაც სავარაუდოდ ელოდებით, არის სტიპენდია ურალის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტში - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რიჰარდ კოლსი, X-ზე წერს და ეხმაურება შალვა პაპუაშვილს, რომელმაც მაკკეინის ინსტიტუტი სალომე ზურაბიშვილისთვის სტიპენდიის მინიჭების გამო გააკრიტიკა.

"მაკკეინის ინსტიტუტში სტიპენდია დამსახურებული აღიარებაა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის.

იმავდროულად, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწრაფად მიდიხარ ორკისტანის ორბიტაში, შალვა პაპუაშვილო, ყველაზე დიდი პატივი, რომელსაც სავარაუდოდ ელოდებით, არის სტიპენდია ურალის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტში", - წერს კოლსი.

შეგახსენებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics