06:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-03 12:47:08, 577 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონის გამგეობისგან სასაჩუქრე ნობათებს 50 საჯარო სკოლა და ბაგა-ბაღი მიიღებს

სამგორის რაიონის გამგეობისგან სასაჩუქრე ნობათებს 50 საჯარო სკოლა და ბაგა-ბაღი მიიღებს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური 160-ე  ბაგა-ბაღს ეწვია, აღმზრდელებს დედის დღეს პირადად მიულოცა, სასაჩუქრე ნობათი გადასცა და მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.

„ვფიქრობ აღმზრდელისა და მასწავლებლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ საუკეთესო შედეგებს მიაღწიოს და თითოეული მათგანი ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. სწორედ ამიტომ, ყველა აღმზრდელსა და პედაგოგს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და  ბედნიერებას, რაც ყველაზე მთავარია, სამშობლოსათვის განათლებული და საამაყო შვილების აღზრდას“, - განაცხადა მამუკა ჩოქურმა.

დედის დღესთან დაკავშირებით, სამგორის რაიონის გამგეობისგან ნობათები რაიონის მასშტაბით, სულ 50 სკოლასა და ბაგა-ბაღს, 3000-მდე პედაგოგსა და აღმზრდელს გადაეცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics