10:42 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 10:50:06, 436 ნახვა

პოლიტიკა
მიხაილ როთი: OSCE PA-ს პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი თბილისში სერიოზული შეცდომაა

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას თბილისში დაგეგმილ ვიზიტს სერიოზულ შეცდომას უწოდებს.

მისი განცხადებით, ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და ეუთო-მ თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები უნდა მოითხოვონ.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს გაყალბებული არჩევნების შედეგად წარმოშობილი არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაცია. ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და ეუთო-მ უნდა მოითხოვოს თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან!“ – წერს როთი X-ზე.

 

ინფორმაციისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას ვიზიტი თბილისში 8-10 იანვარსაა დაგეგმილი. 

ცნობისთვის, OSCE PA-ს პრეზიდენტს განცხადებით მიმართავს 3 პოლიტიკური პარტია  – „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” და „ძლიერი საქართველო” და საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics