18:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-04 12:37:52, 438 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ტემი ბრიუსი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პოზიციაზე წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პოლიტიკური მიმომხილველი, ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილი კონტრიბუტორი ტემი ბრიუსი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პოზიციაზე წარადგინა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ტრამპის თქმით, ბრიუსი ადრევე მიხვდა პოლიტიკური მოძრაობის, „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“ (MAGA) ძალასა და მნიშვნელობას.

„მან ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში მიიღო და 1990-იან წლებში, როდესაც იყო ლიბერალი აქტივისტი, დაინახა რადიკალი მემარცხენეების ტყუილი და თაღლითობა. იგი მალე გახდა რადიოსა და ტელევიზიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონსერვატიული ხმა“, – წერს ტრამპი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics